ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CTF) პოლიტიკა
PDF-ის გახსნადანართი N 1
თავი N 1. შესავალი
1.1. შპს “სოლუნექს”-ის (შემდგომში “კომპანია”) მენეჯმენტი მოწოდებულია ებრძოლოს ფინანსურ დანაშაულს, ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გათეთრებას (შემდგომში - AML/CTF.
1.2. კომპანიის დირექტორ(ებ)ი აქტიურად ნერგავს AML/CTF რისკების შეფასებისა და მართვის ეფექტიან სისტემას, საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით და ნიშნავს სპეციალიზებულ და მომზადებულ პერსონალს ამისთვის.
1.3. ზემოაღნიშნული მიზნით შემუშავებულია წინამდებარე პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.
1.4. წინამდებარე დოკუმენტში მოყვანილი დებულებები ეფუძნება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომში - „კანონი“), საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში - „სფმს“) დებულებებს, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებს და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ფინანსურ ქმედებათა შესაბამისი ჯგუფის (FATF) და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომლებიც დღეისთვის განსაზღვრავენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო მოქმედებათა სტანდარტებს.
თავი N 2. ტერმინთა განმარტება
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება):უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა; ტერორიზმის დაფინანსება: ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად ან/და წინასწარი შეცნობით ტერორისტისათვის ან ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევა, ტერორისტისათვის სამალავის ან თავშესაფრის მიცემა ან/და ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის რესურსებით უზრუნველყოფა ან სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა;
დაკავშირებული გარიგებები: დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები, რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება. საეჭვო გარიგება: გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა,დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას; კლიენტი: პირი, რომელიც კომპანიასთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით; საქმიანი ურთიერთობა: კომპანიასა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც კომპანიის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს; ერთჯერადი გარიგება: გარიგება (გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან შესრულებული გარიგებისა), რომელიც კომპანიას მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს; იდენტიფიკაცია: პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა. ვერიფიკაცია : ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა კონფიდენციალური ინფორმაცია: ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს, კომერციულ საიდუმლოს ან/და პერსონალურ მონაცემებს; პირი: ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი; სანქციადაკისრებულ პირთა სია: იმ ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა სია, რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და რუსეთის და ბელორუსის მიმართ გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება. ადგილსამყოფელი: იურისდიქცია ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან/ და საქმიანობას ახორციელებს; პოლიტიკურად აქტიური პირი: მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი (გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა), მათ შორის: ა) სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის
ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი), მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი; ბ) საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი; გ) პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი; დ) უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება; ე) გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი; ვ) ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი; ზ) ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; თ) თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი; ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი; კ) საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი. პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე/პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და შვილის/გერის მეუღლე/პირი, რომელთანაც ის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას; პოლიტიკურად აქტიურ პირთან ასოცირებული პირი: ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს ან/და ფიზიკური პირი, რომელიც არის ფაქტობრივად (არაფორმალურად) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე. PEP სტატუსის მქონე პირი: პირები, რომელებსაც კომპანია ანიჭებს PEP სტატუსს: პოლიტიკურად აქტიური პირი, პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები, პოლიტიკურად აქტიურ პირთან ასოცირებული პირი. საერთაშორისო ორგანიზაცია: მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია ბენეფიციარი მესაკუთრე: არის ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან საბოლოო მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც მზადდება, იდება ან ხორციელდება გარიგება. სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან/და ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და
მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე იურიდიული პირის მაკონტროლებელი პირი: ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია იურიდიული პირის მართვაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენის უფლებამოსილება; იურიდიული პირი: როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი სამეწარმეო იურიდიული პირი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ), აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, აგრეთვე მათი ფილიალები და წარმომადგენლობები; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი: კანონმდებლობით განსაზღვრული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ), აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არამქონე ორგანიზაციული წარმონაქმნები: არარეგისტრირებული კავშირი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია), საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, ფონდი, კავშირი, ფედერაცია, ეკლესია; ტრასტი: ნდობითი ფუნქცია, რომლის დროსაც საკუთრება, რომელიც ეკუთვნის მფლობელს, სპეციალური შეთანხმების (ტრასტ დეკლარაციის) საფუძველზე სამართავად გადაეცემა ნდობით მმართველს (ან მეურვეს), რომელიც თავის მხრივ ვალდებულია განახორციელოს ის ოპერაციები, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ბენეფიციარისთვის სასურველი, მაქსიმალური მოგება ან იხელმძღვანელოს მფლობელის სხვა ინსტრუქციებით. მართვის შედეგად მიღებულ შემოსავალს ინაწილებენ შემოსავლის ბენეფიციარები, მფლობელი შეიძლება იმავდროულად იყოს შემოსავლის ბენეფიციარიც. ასევე, „ტრასტების მიმართ გამოყენებადი სამართლებრივი ნორმებისა და მათი აღიარების თაობაზე „ჰააგის 1985 წლის 1 ივლისის კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ან სტრუქტურულად /ფუნქციურად მისი მსგავსი ურთიერთობა; მაღალი რისკის იურისდიქცია: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული მაღალი რისკის იურისდიქცია; ოფშორული ზონა: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ოფშორული იურისდიქცია. სადამფუძნებლო/მფლობელობითი სტრუქტურა: იურიდიული პირის დამფუძნებელთა მთლიანი/უწყვეტი რგოლი საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრემდე; დასაბუთებული ვარაუდი: ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა;
გონივრული საფუძველი: საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიერ კონკრეტული პირის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ამ პირის ტერორიზმის დაფინანსებასთან ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან კავშირში დაარწმუნებდა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება; საფუძვლიანი ეჭვი: ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება, ამასთანავე, ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა; საქმიანი ურთიერთობა: კოპანიასა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც კოპამპანიის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს; უჩვეულო გარიგება: რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი არ აქვს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა: ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება ვირტუალური აქტივის გადაცემა ვირტუალური აქტივის განაწილებული აღრიცხვის ერთი მისამართიდან, ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც იძლევა ვირტუალური აქტივის შენახვის შესაძლებლობას, მეორეზე, ამასთანავე, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ახორციელებს ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების სასარგებლოდ მოქმედი სულ მცირე ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ვირტუალური აქტივის გადამცემი და ვირტუალური აქტივის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან მათ ვირტუალური აქტივის მომსახურებას უწევდეს ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების უფლებამოსილება. სფმს: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; RBA: რისკზე დამყარებული მიდგომა;
KYC (Know Your Customer): „იცნობდე შენს კლიენტს (KYC); KYCUB (Know Your Customer’s Ultimate Beneficiary: „იცნობდე შენი კლიენტის ბენეფიციარ მესაკუთრეს (KYCUB); EDD (Enhanced Due Diligence): კომპანიის KYC პოლიტიკით განსაზღვრული გაძლიერებული რევენციული ღონისძიებები; სებ: საქართველოს ეროვნული ბანკი; სფმს: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; AMLO: კოპანიის AML /Comlpliance მიმართულებაზე პასუხისმგებელი AML ოფიცერი. შენიშვნა: ამ პოლიტიკაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი N 3. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა 3.1. კომპანიას დანერგილი აქვს AML/CTF რისკების იდენტიფიცირების და შეფასების პროცედურები და აღნიშნული რისკების მართვისთვის ატარებს პროპორციულ ღონისძიებებს რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენებით.
3.2. კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს კლიენტების შეფასების რისკზე დამყარებული მიდგომების ერთიანი კონცეფცია, რომელიც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, გაანალიზების, რისკის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დანერგვას და გატარებას. აგრეთვე, რისკების მართვის ეფექტური სტრატეგიის შექმნას.
3.3. კომპანია უზრუნველყოფს რისკებზე დამყარებული მიდგომების გათვალისწინებას, როგორც კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველ პირებთან, ასევე მასთან გრძელვადიან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებთან და იმ პირებთან მიმართებაში, რომელიც ახორციელებს ერთჯერად ოპერაციას/გარიგებას.
3.4. კომპანია უზრუნველყოფს რისკიანობის დონის მიხედვით შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრას, რომლითაც კომპანია ეფექტიანად შეაფასებს მისი მომსახურების მიღებით დაინტერესებული პირებისგან მომავალ და მოსალოდნელ რისკებს.
3.5. კომპანია უზრუნველყოფს მისი მომსახურების მიღებით დაინტერესებული პირებისთვის ან/და არსებული კლიენტებისთვის კლიენტის რისკის შეფასების პოლიტიკით ადეკვატური რისკის დონის მინიჭებას.
3.6. კომპანია განსაზღვრავს AML/CTF ორგანიზაციული რისკის აპეტიტს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია რა ML/TF რისკებს იღებს კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და რა სახის კონტროლი/შეზღუდვებია დაწესებული აღნიშნული რისკების სამართავად.
3.7. რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე ხდება შრომითი, დროითი და პროგრამული რესურსების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით ისე, რომ ML/TF მაღალი რისკის მიმართ განხორციელდეს გაძლიერებული კონტროლი.
3.8. AML/CTF რისკების განსაზღვრა ხორციელდება კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, მათი საქმიანობის არსისა და ადგილსამყოფელი იურისდიქციის და სხვა რისკ-ფაქტორების საფუძველზე.
3.9. კლიენტების, საქმიანობის სფეროების, იურისდიქციების გეოგრაფიული არეალის და მომსახურების/პროდუქტის თითოეული ჯგუფისათვის განისაზღვრება შესაბამისი რისკის დონეები.
3.10. რისკის დონეების მიხედვით კლიენტს ენიჭება მაღალი, საშუალო ან დაბალი რიკის კატეგორია.
3.11. კლიენტებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები დამოკიდებულია მინიჭებული რისკის დონეზე, კერძოდ, საშუალო რისკის კლიენტების მიმართ გამოიყენება სტანდარტული პრევენციული ღონისძიებები, მაღალი რისკის მიმართ - გაძლიერებული პრვენეციული ღონისძიებები, ხოლო დაბალი რისკის შემთხვევაში - გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები.
3.12. კლიენტთან დაკავშირებული ML/TF რისკების შეფასება და კლიენტის რისკის დონის განსაზღვრა ხორციელდება კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე ამ პოლიტიკით დადგენილი პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას.
3.13. კლიენტის რისკის შეფასების წესები და პროცედურები რეგულირდება ამ პოლიტიკით და „კლიენტის რისკის შეფასების პოლიტიკით.“
3.14. ახალი ტექნოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალებების დანერგვა ან ბიზნესპრაქტიკაში სხვა არსებითი ცვლილებების (შემდგომში - „ახალი პროდუქტი“) განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ასეთ ცვლილებასთან დაკავშირებული ML/TF რისკების შეფასების საფუძველზე.
3.15. ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესი მოიცავს მისი თანმდევი რისკების შეფასებას, განსაზღვრავს საჭირო კონტროლის მექანიზმს, რისკის მართვის პროცესს და რისკის მიტიგაციის სტრატეგიას, შეაფასოს ნარჩენი რისკი, უზრუნველყობს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩართულობას (სულ მცირე AMLO, ასევე, საჭიროების შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოებას და სხვა).
3.16. ახალი პროდუქტის დანერგვამდე კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ აქვს რისკის მართვის შესაბამისი რესურსი, ინფრასტრუქტურა და პროცესები.
3.17. ნებისმიერი არსებითი ცვლილება პროდუქტის მახასიათებლებში საჭიროებს გადაფასებას. ახალი პროდუქტის რიკის შეფასება არის დოკუმენტირებული.
3.18. ორგანიზაციის რისკის დონის განსაზღვრა ხორციელდება კომპანიაში მოქმედი “ორგანიზაციის მასშტაბით ML/TF რისკების შეფასების მეთოდოლოგი”-ის თანახმად, რომლის მიზანია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და რისკების მიტიგაციის მექანიზმების გაუმჯობესება.
3.19. “ორგანიზაციის მასშტაბით ML/TF რისკების შეფასება კომპანიაში ხორციელდება 2 (ორი) წელიწადში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში (არაუგვიანეს ერთ თვეში) თუ გამოვლინდა კომპანიის რისკ პროფილის არსებითი ცვლილება (მაგ: ორგანიზაციის შიგნით არსებული სტრუქტურული ერთეულების იერარქიული ქვემდებარეობის ცვლილება, სხვა კომპანიასთან გაერთიანება და ა.შ), გამონაკლის შემთხვევებში (მაგ: საზედამხედველო ორგანოს მითითება) ორგანიზაციის რისკის შეფასება შესაძლოა განხორციელდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადებში ან პერიოდულობით
3.20. “ორგანიზაციის მასშტაბით ML/TF რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შედეგები არის დოკუმენტირებული და მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის.
თავი N 4. საერთაშორისო საფინანსო სანქციების კონტროლი
4.1. შპს “სოლუნექს” -ი მიზნად ისახავს, წარმართოს საკუთარი საქმიანობა საერთაშორისო და ადგილობრივ სანქციებთან შესაბამისობაში. კომპანიის საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესაბამისობის და სქრინინგის პროცედურა განსაზღვრავს იმ პროცედურებს, სახელმძღვანელო პრინციპებსა და კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს სანქციების კანონებთან და რეგულაციებთან მისი საქმიანობის შესაბამისობას.
4.2. სანქციების რისკების მართვა მოიცავს სანქციების დარღვევის პოტენციური რისკის იდენტიფიცირების, შეფასების და მართვის პროცესებს კომპანიის მიერ დამყარებული საქმიანი ურთიერთობების და შესრულებული გარიგებების ფარგლებში.
4.3. სანქციების რისკის იდენტიფიკაცია გულისხმობს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი გარიგების შესრულებისას კლიენტების პროფილის, გარიგებების ტიპის, ბლოკჩეინის მისამართების, საფულეების და კრიპტოვალუტების ტიპების, გეოგრაფიული მდებარეობის, მომსახურების სპეციფიკის საფუძვლიან შესწავლას სანქცირებულ პირებთან ან ქვეყნებთან შესაძლო კავშირების გამოსავლენად.
4.4. ბლოკჩეინ ანალიზისთვის კომპანია იყენებს სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციაში მონაწილე ვირტუალური აქტივის წყაროს და დანიშნულების დადგენას, ტრანზაქციების ნაკადის გაანალიზებას და
იმ სცენარების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება საეჭვო ქმედებებზე მიუთითებდეს. 4.5. პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს წვდომა სანქცირებული საფულეების სიებთან და დამთხვევის გამოვლენის შემთხვევაში ტრანზაქციას ანიჭებს მაღალი რისკის დონეს, რაც გაძლირებული პრევენციული ღონისძიებების გატარების საფუძველია. 4.6. საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესაბამისობის და სქრინინგის პროცედურით განსაზღვრული პრინციპები ვრცელდება ყველა გარიგებაზე, ოპერაციაზე, საქმიან ურთიერთობასა და ერთჯერად გარიგებაზე. 4.7. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება მომხმარებლების/გარიგებაში მონაწილე ყველა პირის სქრინინგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს სანქცირებულ პირთა სიებში. 4.8. კომპანია იცავს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისა და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციათა რეჟიმების მოთხოვნებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“-ს თანახმად; 4.9. კომპანია იყენებს ავტომატიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ავტომატურ გადამოწმებას შემდეგ სიებში: 1. European Union consolidated list; 2. OFAC Specially Designated Nationals & Blocked Persons; 3. Denied Persons List; 4. Federal Bureau of Investigation Most Wanted Terrorists & Seeking Information; 5. Bank of England Sanctions List; 6. HM Treasury; 7. Non-Cooperative Countries and Territories; 8. PEP List; 9. EU Terrorism List; 10. World Bank Ineligible Firms; 11. Department of Foreign Affairs and Trade. 12. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად ბელორუსისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებული სანქციების სიები 4.10. კომპანიის მიერ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა გულისხმობს: უარის თქმას ისეთი საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე/გაგრძელებაზე, ან ერთჯერადი გარიგების დადებაზე, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სანქციების დარღვევასთან; ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვას სანქციების შესაძლო დარღვევის გამოსავლენად;
სანქციების რისკის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრას და გამჭვირვალე ორგანიზაციულ სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
4.11. სანქციების რისკების მართვა მოიცავს სანქციების დარღვევის პოტენციური რისკის იდენტიფიცირების, შეფასების და მართვის პროცესებს კომპანიის მიერ დამყარებული საქმიანი ურთიერთობების და შესრულებული გარიგებების მათ შორის ერთჯერადი გარიგებების ფარგლებში ყოველი ოპერაციის განხორციელებისას.
4.12. სანქციების რისკის იდენტიფიკაცია გულისხმობს კომპანიის მიერ საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას ან ერთჯერადი/მრავალჯერადი გარიგების შესრულებისას კლიენტების პროფილის, გარიგებების ტიპის, გეოგრაფიული მდებარეობის, მომსახურების სპეციფიკის საფუძვლიან შესწავლას სანქცირებულ პირებთან, სანქცირებულ მისამართებთან ან/და ქვეყნებთან შესაძლო კავშირების გამოსავლენად.
4.13. სანქციების რისკის შეფასების პროცესი დინამიურია და რეგულარულად გადაიხედება და განახლდება არსებითი გარემოებების ცვლილების შემთხვევაში, როგორიც არის სანქციების რეჟიმის, სამართლებრივი მოთხოვნების ან კომპანიის პროდუქტების და მომსახურების ცვლილება.
4.14. კომპანიას კლიენტების მომსახურების სხვადასვა ეტაპზე დანერგილი აქვს ძლიერი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ სანქციების შესაძლო დარღვევის შემთხვევების დროულ გამოვლენას და აღკვეთას.
4.15. საქნციათა რეჟიმთან შესაბამისობის მიზნით ხორციელდება არსებული/საქმიან ურთიერთობაში მყოფი მომხმარებლების ყოველდღიური სქრინინგი (24 სთ-ში ერთხელ) ამ პროცედურით განსაზღვრული ქვეყნების და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სიებში ავტომატურად, ყოველდღიურ რეჟიმში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რა დროსაც კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარება ხდება სანქცირებულ პირთა სიებთან.
4.16. კლიენტების სანქციებთან კავშირის გამოვლენის მიზნით ხდება გარიგებაში მონაწილე ყველა პირების, ვირტუალური აქტივის წარმომავლობის წყაროების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სანქცირებულ მისამართებთან კავშირის დადგენა ყოველი ოპერაციის განხორციელებისას მიუხედავად იმისა ერთჯერადია გარიგება თუ სრულდება საქმიანი ურთიერთობის გარგლებში.
4.17. იმ შემთხვევაში, კლიენტის ან მის მიერ განხორციელებული გარიგების მიმართ გაჩნდება სანქციათა რეჟიმის დარღვევის ეჭვი, სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის (კოპანიაში ელ. საფულის ანგარიშის არსებობის შემთხვევაში)/რეგისტრაციის/ტრანსაქციის ბლოკირებას და ინციდენტის შესახებ AML ოფიცერისთვის შეტყობინების გაგზავნას, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს მიღებული ინფორმაციის ანალიზს და ამ დოკუმენტით და კანონის მოთხოვნებით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით თანმდევი ქმედებების შესრულებას.
4.18. სანქციებთან შესაბამისობის კონტროლის ვალდებულება ეკისრება შესაბამისობის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც წარმოადგენს კომპანიის
AML ოფიცერი, ხოლო საბოლოო პასუხისმგებლობა სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებაზე ეკისრება კომპანიის დირექტორს. თავი N 5. პრევენციული ღონისძიებები 5.1. ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესაბამისობის კონტროლის სისტემის საფუძველია პრინციპი „იცნობდე შენს კლიენტს“.
5.2. „იცნობდე შენს კლიენტს“ მიდგომები და სტანდარტები რეგულირდება ამ პოლიტიკით და „იცნობდე შენს კლიენტს (KYC) და პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკით”.
5.3. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, კომპანია ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პრევენციული ღონისძიებებს, რაც მოიცავს შემდეგს: კლიენტის იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია; ბენეფიციარი მესაკუთრის/ ი/პ-ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე პასუხისმგებელი პირის/სადამფუძნებლო სტრუქტურაში შემავალი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია და გონივრული ზომების მიღება სანდო წყაროზე დაყრდნობით და მისი ვერიფიკაციისთვის; საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დადგენა; ერთჯერადი თუ საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში პირისგან გამომდინარე ML/TF რისკების შეფასება და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსრურველი პირისთვის შესაბამისი რისკის დონის მინიჭება. საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი;
5.4. პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სავალდებულოა შემდეგი საფუძვლების არსებობისას: საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ერთჯერადი გარიგების დადება; თანხის ოდენობის მიუხედავად საქმიანი ურთიერთობის დამყარება სავალდებულოა თუ მომსახურებას იღებს იურიდიული პირი ან/და პირი ინდ. მეწარმის ჭრილში; საქმიანი ურთიერთობის დამყარება სავალდებულოა თუ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების თანხა აღემატება − 3 000 ლარს , 1000 ევროს/აშშ დოლარს ან/და თუ პირის მიერ კოპანიასთან განხორციელებული დაკავშირებული ურთიერთგაცვლის ოპერაციების (მათ შორის დანაწევრებული) ჯამური მოცულობა აღემატება 3,000 ლარს/1,000 ევროს/აშშ დოლარს; კლიენტის შესახებ მოპოვებულ საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ეჭვის შეტანა;
თუ ერთჯერადი ოპერაციის თანხა არ აღემატება 3,000 ლარს, 1000 ევროს/აშშ დოლარს ან/და თუ პირის მიერ კომპანიასთან განხორციელებული დაკავშირებული ურთიერთგაცვლის ოპერაციების (მათ შორის დანაწევრებული) ჯამური მოცულობა არ აღემატება 3,000 ლარს/1,000 ევროს/აშშ დოლარს, პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დასრულების შემდგომ, პირის შესახებ მოიპოვება და აღირიცხება: - სახელი და გვარი; - პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); - დაბადების თარიღი; - პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.
5.5. პრევენციული ღონისძიებები კლიენტის რისკის დონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს ერთჯერადი გარიგების დადებამდე და საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, აგრეთვე ამ პოლიტიკით დადგენილი პერიოდულობით − საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას და კლიენტთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების ცვლილებისას. 5.6. აკრძალულია კლიენტის ანონიმურად ან ფიქტიურ სახელზე რეგისტრაცია და მომსახურების გაწევა.
5.7. მაღალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, აგრეთვე ამ პოლიტიკით განსაზღვრულ მაღალრისკიან შემთხვევებში, უნდა განხორციელდეს შემდეგი გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები: კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმეტაციის (კერძოდ, მიმდინარე საქმიანობა და ადგილსამყოფელი, ინფორმაცია კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის, შემოსავლის და ქონების წარმომავლობის წყაროს შესახებ, საქმიანობის ისტორია, რეპუტაცია, და სხვა) მოპოვება. საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებული, დადებული ან შესრულებული და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის (მათ შორის, კლიენტის ბიზნეს ოპერაციების აღწერა, ინფორმაციის მოპოვება კონტრაქტორების, მომწოდებლების, მომხმარებლების შესახებ, კლიენტის საცხოვრებელი, სამუშაო ადგილის ან ბიზნების ადგილმდებარეობა და სხვა) დადგენა; დირექტორისგან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვის მიღება; გონივრული ზომების მიღება კლიენტის ქონებისა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად. ცალკეულ შემთხვევებში, რისკების მიტიგაციის მიზნით შესაძლოა კლიენტს შეეზღუდოს ცალკეულ პროდუქტზე წვდომა, დაუწესდეს ტრანზაქციების მოცულობაზე/რაოდენობაზე ლიმიტი და სხვა.
5.8. საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც გულისხმობს სულ მცირე შემდეგ დამატებით ღონისძიებებს: არანაკლებ წელიწადში ერთხელ კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადახედვა/განახლება, იმის შესამოწმებლად შეიცვალა თუ არა კლიენტის რისკის დონე და კვლავ არის თუ არა მოცემული რისკი მართვადი; კლიენტის ოპერაციების საფუძვლის (მიზნის და დანიშნულების), მასში მონაწილე პირების და ფულადი სახსრების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმოშობის წყაროს შესწავლა; მუდმივი კონტროლი, თუ რამდენად შეესაბამება კლიენტის მიერ წინასწარ გაცხადებული ინფორმაცია მის რეალურ ქმედებებს საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში უჩვეულო/საეჭვო ან მოულოდნელი გარიგების ან გარიგებების ერთობლიობის იდენტიფიცირების მიზნით.
5.9. მაღალი რისკის იურისდიქცია არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს.
5.10. საქართველოს ეროვნული ბანკი ამტკიცებს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხას და ოფშორული ზონების სიას.
5.11. კომპანია მიმართავს გაძლიერებულ პრევენციულ ღონისძიებებს, თუ: კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან ასეთი იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; კლიენტი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი. კლიენტის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მაღალი რისკის იურისდიქცია/ოფშორული ზონა. კლიენტი დაბადების ადგილს წარმოადგენს მაღალი რისკის იურისდიქცია (იხ. კლიენტის რისკის შეფასების პოლიტიკა).
5.12. პრევენციული ზომების განხორციელებისას, სათანადო სიებში გადამოწმების საფუძველზე საქმიან ურთიერთობაში შესვლამდე ან/და ერთჯერადი გარიგების დადებამდე, დგინდება არის თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი, პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრი ან /და პოლიტიკურად აქტიურ პირთან ასოცირებული პირი.
5.13. თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია, პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრია ან /და პოლიტიკურად აქტიურ პირთან
ასოცირებული პირია, მის მიმართ უნდა განხორციელდეს შემდეგი გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები: როგორც უპირობოდ მაღალი რისკის კლიენტი, ხელმძღვანელობისგან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვის მიღება; პოლიტიკურად აქტიური პირის ქონებისა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად გონივრული ღონისძიებების განხორციელება; საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგის განხორციელება. კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემდეგ კომპანია ითვალისწინებს პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებულ განგრძობით რისკებს.
5.14. ადგილობრივი და უცხოური პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
5.15. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტების მიმართ ხორციელდება გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, რაც მოიცავს: 5.15.1. კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება ხუთ წელიწადში ერთხელ; 5.15.2. საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენა; 5.15.3. დაუშვებელია, გამარტივებული პრევენციული ღონისძიებებს განხორციელება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას. 5.15.4. დაუშვებელია გამარტივებული და ნებისმიერი სახის/ტიპის პრევენციულ ღონისძიებების განხორციელებისას კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარეშე საქმიანი ურთიერთობის დამყარება. კომპანია არ იყენებს კანონმდებლობით დაშვებულ უფლებამოსილებას კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან 30 დღის ვადაში განახორციელოს. 5.15.5. დაუშვებელია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან ერთჯერადი გარიგების შესრულება, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: რისკის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები არ არის განხორციელებული; არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტი, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე, სადამფუძნებლო სტრუქტურაში შემავალი პირი ან გარიგების მონაწილე სხვა პირი შეყვანილია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, ევეროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და რუსეთია და ბელორუსის მიმართ გათვალისწინებული სანქციადაკისრებულ პირთა სიაში;
კომპანია არ არის დარწმუნებული, რომ მოახერხებს საქმიან ურთიერთობასთან ან/და ერთჯერად გარიგებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიან მართვას; ტერორისტი ან/და პირი, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია/ეჭვმიტანილია ტერორიზმის ან ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსების ხელშეწყობაზე; და სხვა, კომპანიაში მოქმედი პოლიტიკა პროცედურებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; საქმიან ურთიერთობაში მყოფ კლიენტთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობა უნდა შეწყდეს, თუ სახეზეა რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოება.
თავი N 6. კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
6.1. საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და ერთჯერადი ოპერაციის შესრულებამდე უნდა განხორციელდეს კლიენტის იდენტიფიკაცია და საიდენტიფიკაციო მონაცემების ვერიფიკაცია სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
6.2. კლიენტის ვერიფიკაცია მოიცავს კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციასაც და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მის ვერიფიკაციას, აგრეთვე კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის მოპოვებას.
6.3. კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ვერიფიკაცია ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება შესაძლებელია კლიენტისგან თანხმოის მოპოვების გარეშე განხორციელდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზებთან ინტეგრირებული სისტემების მეშვეობით.
6.4. კლიენტისა და კლიენტის სახელით მოქმედი პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოსაპოვებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების დამოწმების, აღრიცხვის, შენახვისა და განახლების წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
6.5. დაუშვებელია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ვერ ხერხდება კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლება.
6.6. კომპანიაში საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და ერთჯერადი გარიგების განხორციელებამდე ხორციელდება კლიენტის იდენტიფიკაცია და საიდენტიფიკაციო მონაცემების ვერიფიკაცია სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით;
6.7. ფიზიკური პირის შემთხვევაში იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ორიგინალი დოკუმენტების საფუძველზე.
6.8. ფიზიკური პირის შემთხვევაში პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას: უნდა გააჩნდეს ამ ტიპის დოკუმენტისათვის დამახასიათებელი რეკვიზიტები (ნომერი, გაცემის და მოქმედების თარიღი, დამცავი ატრიბუტები და სხვა); არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად დაზიანებული; უნდა შეიცავდეს მფლობელის ფოტოსურათს (ფოტოსურათი უნდა იძლეოდეს დოკუმენტის წარმომდგენ პიროვნებასთან იდენტურობის დადგენის საშუალებას); არ უნდა იყოს ვადაგასული მისი წარმოდგენის მომენტისთვის.
6.9. რეზიდენტი/არარეზიდენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით კომპანია მოიპოვებს შემდეგ საიდენტიფიკაციო მონაცემებს: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა; ე) სქესი; ვ) მოქალაქეობა, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობა; ზ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში); თ) რეგისტრაციის მისამართი; ი) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
6.10. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები კლიენტი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით მოიპოვებს შემდეგ საიდენტიფიკაციო მონაცემებს: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) პირადი ნომერი; დ) ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში); 17
ე) სქესი; ვ) დაბადების ადგილი – ქვეყანა (აგრეთვე ქალაქი – ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ზ) მისამართი.
6.11. თუ კლიენტი ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა მყარდება სამეწარმეო მიზნისათვის, კომპანია დამატებით მოიპოვებს შემდეგ მონაცემებს: ა) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) იურიდიული მისამართი; დ) რეგისტრაციის თარიღი. ე) საქმიანობის სფერო
6.12. ფიზიკური პირის ვერიფიკაცია ხორციელდება შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე: 1. საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: საქართველოს მოქალაქის პასპორტი; პირადობის მოწმობა; მართვის მოწმობა; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
6.13. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში: პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პირს მინიჭებული აქვს მხოლოდ პირადი ნომერი, მისი ვერიფიკაცია უნდა მოხდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული ინფორმაციით.
6.14. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; საერთაშორისო პასპორტი; საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
6.15. მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან სამგზავრო პასპორტი;
6.17. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში : საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა,
6.18. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
6.19. კომპანია არ ემსახურება არასრულწლოვან და 14 წელს მიუღწეველი პირებს; 6.20. კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ფოტოსურათს (გარდა, დაბადების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერისა) და იყოს მოქმედი. 6.21. თუ დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, კომპანია დამატებით გამოიყენებს მის ხელთ არსებული სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყაროს. 6.22. კომპანია უფლებამოსილია, კლიენტი ფიზიკური პირის ვერიფიკაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ პროცედურით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები და აგრეთვე ფოტოსურათი. 6.23. იმ შემთხვევაში თუ ერთჯერადი ურთიერთგაცვლის ოპერაციის ოდენობა არ აჭარბებს 3000 ლარს, 1000 ევროს/აშშ დოლარს ან/და თუ პირის მიერ კოპანიასთან განხორციელებული დაკავშრებული ურთიერთგაცვლის ოპერაციების (მათ შორის დანაწევრებული) ჯამური მოცულობა არ აღემატება 3,000 ლარს/1,000 ევროს/აშშ დოლარს, კომანია პირის შესახებ მოიპოვებს და აღრიცხავს სულ მცირე: სახელს და გვარს; პირად ნომერს (ასეთის არარსებობის შემთხვევაში); დაბადების თარიღს; პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს.
6.24. საქმიანი ურთიერთობის დამყარება სავალდებულოა თუ მომსახურებას იღებს იურიდიული პირი ან/და პირი-ინდ. მეწარმის ჭრილში თანხის ოდენობის მიუხედავად,
ხოლო, თუ ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული კონვერტირებადი
ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგების თანხა აღემატება
−
3 000 ლარს, 1000 ევროს/აშშ დოლარს ან/და თუ პირის მიერ კოპანიასთან
განხორციელებული დაკავშრებული ურთიერთგაცვლის ოპერაციების (მათ შორის
დანაწევრებული) ჯამური მოცულობა აღემატება 3,000 ლარს/1,000 ევროს/აშშ დოლარს,
კომანია კლიენტთან სავალდებულოდ ამყარებს საქმიან ურთიერთობას., რაც
იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარდა მოიცავს კლიენტის სრული საიდენტიფიკაციო
მონაცემების - დოკუმენტის ასლის მოპოვება/დამოწმება (ასლი დედანთან
სწორია/თარიღი) კომპანიის მომსახურების ცენტრში, სრული KYC ინფორმაციის
მოპოვება, რომელიც სავალდებულოდ მოიცვს ინფორმაციას კლიენტის მოქალაქეობის,
ორმაგი მოქალაქეობის, საქმიანობის, მიზნისა და განზრახული ხასიათის, მოსალოდნელი
ოპერაციების შინაარის, მოსალოდნელი ოპერაციების მოცულობის, წლიური /
ყოველთვიური ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, კლიენტის რისკის დონის
შეფასებას/განსაზღვრას და ა.შ.
6.25. თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და სურს მიიღოს კომპანიის მომსახურება, სავალდებულოდ კომპანიასთან მყარდება საქმიანი ურთიერთობა როგორც ინდ. მეწარმესთან თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, გარდა ამონაწერისა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან და საიდენტიფიკაციო მონაცემებისა დმამატებით მოპოვებული უნდა იქნას:
საიდენტიფიკაციო ნომერი; რეგისტრაციის თარიღი; საქმიანობის სფერო; დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა; იურიდიული მისამართი; ფაქტობრივი მისამართი; მარეგისტრირებელი ორგანო; საჭიროების შემთხვევაში (კლიენტის რისკის დონიდან გამომდინარე) ბიზნეს პარტნიორების შესახებ ინფორმაცია (პირების დასახელება, გარიგებების სახეობა, საქმიანობის სფერო და სხვა); 6.26. რეზიდენტი/არარეზიდენტი იურიდიული პირის იდენტიფიკაციის შემთხვევაში კომპანია შეაგროვებს, გადაამოწმებს და არღიცხავს შემდეგ საიდენტიფიკაციო მონაცემებს: სახელწოდება; რეგისტრაციის თარიღი; რეგისტრაციის ქვეყანა; იურიდიული მისამართი; საიდენტიფიკაციო მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); რეგისტრაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სამართლებრივი ფორმა; ფაქტობრივი მისამართი.
6.27. იურიდიული პირი უნდა იყოს დაფუძნებული შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით და მას უნდა გააჩნდეს სათანადო წესით გაფორმებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. ამის დასტურად აუცილებელია წარმოდგენილ იყოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია.
6.28. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო და სხვა დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული/აპოსტილირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.29. კომპანიაში იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის და საქმიანი ურთიერთობის დამყარებისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი განსხვავებულია იურიდიული პირის რეზიდენტობისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით.
6.30. იურიდიული პირის იდენტიფიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) სტრუქტურის (ძირითადი აქციონერები, დამფუძნებლები, ბენეფიციარი მესაკუთრეები) შესწავლა/დადგენა. ამ მიზნებისთვის აუცილებელია კომპანიაში წარმოდგენილ იყოს მფლობელობის სტრუქტურაში ბენეფიციარ მესაკუთრემდე არსებული თითოეული დამფუძნებელი კომპანიის ამონაწერი ან აქციის ფლობის სერთიფიკატი.
6.31. იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის მიზნით კომპანია ფიზიკური პირის ვერიდიკაციის გათვალისწინებულ ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემს. ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ამ პროცედურის იურიდიული პირის ვერიფიკაციის გათვალისწინებულ ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემს.
6.32. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით კომპანია ანხორციელებს კომპანიაში მოქმედი კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პოლიტიკით” გათვალისწინებული ქმედებას.
6.33. თუ კლიენტი იურიდიული პირის ფილიალია, კომპანია დამატებით მოიპოვებს პირის სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
6.34. თუ კლიენტი ადმინისტრაციული ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაცია (სააგენტო), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან დიპლომატიური წარმომადგენლობაა (საელჩო) კომპანია მოიპოვებს კლიენტის სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
6.35. იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციას ანხორციელებს შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
6.36. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში:
ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
6.37. სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის შემთხვევაში: ამონაწერი იურიდიულ პირთა შესაბამისი რეესტრიდან ან/და იურიდიული პირის რეგისტრაციის და არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.
6.38. იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის განახლებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 12 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერიფიკაცია ხორციელდება იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით.
6.39. თუ იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, კომპანია დამატებით გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სხვა სანდო და დამოუკიდებელ წყაროს.
6.40. თუ პირი იურიდიული პირის ფილიალია, უნდა განხორციელდეს სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) და მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაცია.
6.41. თუ პირი საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოა, საერთაშორისო ორგანიზაცია (სააგენტო), საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან და დიპლომატიური წარმომადგენლობა (საელჩო), ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ან სხვა სანდო წყაროს გამოყენებით.
6.42. კომპანია უფლებამოსილია, კლიენტი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის/ბენეფიციარი პირების ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს საიდენტიფიკაციო მონაცემები.
6.43. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიკაციის დროს კომპანია შეაგროვებს, გადაამოწმებს და აღრიცხავს შემდეგ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას: სახელწოდება; შექმნის თარიღი; იურიდიული მისამართი; ფაქტობრივი ადგილობრივი მისამართი; გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6.44. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირ(ებ)ის იდენტიფიკაციის მიზნით კომპანიაში აღირიცხება:
ფიზიკური პირის შემთხვევაში - ამ თავით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები; იურიდიული პირის შემთხვევაში ამ თავით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები.
6.45. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის, მისი ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირ(ებ)ის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: სადამფუძნებლო დოკუმენტი (ხელშეკრულება, საერთო კრების ოქმი); საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6.46. არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ ამ პროცედურის გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო თუ დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს ამ პროცედურით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმებას, კოპანია დამატებით გემოიყენებს მის ხელთ არსებულ სხვა სანდო და დამოუკიდებელ წყაროს. 6.47. კომპანია უფლებამოსილია, კლიენტი არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის ვერიფიკაციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ მოიპოვოს ამ პროცედურით განსაზღვრული ამ თავით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები. თავი N 7. ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია 7.1. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას სავალდებულოა კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა, იდენტიფიკაცია, მისი ვინაობის გადამოწმება და ვერიფიკაცია.
7.2. ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი, რომელიც არის კლიენტის საბოლოო მფლობელი ან საბოლოო მაკონტროლებელი ან/და რომლის სახელითაც მზადდება, იდება ან სრულდება გარიგება.
7.3. იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისას აუცილებელია კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლა (კომპანიაში აკრძალულია ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის მქონე იურიდიული პირის რეგისტრაცია).
7.4. იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრეა ფიზიკური პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტს ან 25 პროცენტზე მეტს ან სხვაგვარად ახორციელებს იურიდიულ პირზე საბოლოო კონტროლს.
7.5. წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების პირდაპირ ფლობად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა, ხოლო არაპირდაპირ ფლობად − იმ იურიდიული პირის მიერ, რომელსაც ფიზიკური პირი (პირები) აკონტროლებს (აკონტროლებენ), ან რამდენიმე იურიდიული პირის მიერ, რომლებსაც ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირები) აკონტროლებს (აკონტროლებენ), სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25 პროცენტზე მეტის ფლობა.
7.6. თუ ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების შემდეგ კომპანია დარწმუნდა, რომ 25% და მეტის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრე არ არსებობს, იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურები უნდა განხორციელდეს კლიენტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიმართ.
7.6. კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით (იხ. კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პოლიტიკა). თავი N 8. საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დადგენა 8.1. საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის დასადგენად, კლიენტის მომსახურების პროცესში კომპანია მოიპოვებს და სისტემატურად აღრიცხავს კლიენტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: კლიენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ინფორმაცია კლიენტის შემოსავლების შესახებ; ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნის შესახებ და მესამე მხარის როლის კლიენტთან დაკავშირებულ ოპერაციაში (არსებობის შემთხვევაში); ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის შესახებ, კერძოდ რა პროდუქტით ან მომსახურებით სარგებლობა სურს კლიენტს, ოპერაციების/გარიგებების სავარაუდო მოცულობა, ტიპი, სიხშირე, ვალუტა, გეოგრაფიული არეალი, პერიოდი, კონტრაგენტების ვინაობა და რეზიდენტობა.
8.2. საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და ყოველი ოპერაციის განხორციელებამდე, მიუხედავად იმისა ერთჯერადია გარიგება თუ სრულდება საქმიანი ურთიერთობის
ფარგლებში, დამატებით ხორციელდება მომხმარებლის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის ან/და სხვა შესაბამისი პირების) პოლიტიკურად აქტიურ და სანქცირებულ პირთა ბაზებში გადამოწმება (იხ. საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესაბამისობის და სქრინინგის პროცედურა). თავი N 9. საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი 9.1. კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში კომპანია ახორციელებს რისკზე დაფუძნებულ მიმდინარე მონიტორინგს, რაც მოიცავს შემდეგი ღონისძიებების ერთობლიობას: კლიენტის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემების და დოკუმენტების, საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის შესახებ განახლებული ჩანაწერების შენახვა და მინიჭებული რისკის დონის გადახედვა კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციების და განახლებული ინფორმაციის შესაბამისად. განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და მათი შესაბამისობის შემოწმება კლიენტების, მათი საქმიანობის, რისკის პროფილის და ფულადი სახსრების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმოშობის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან. უჩვეულო და საეჭვო გარიგებების პროაქტიულად გამოვლენა (იხ. საეჭვო ტრანზაქციის გამოვლენის პროცედურა)
9.2. კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება ხდება რეგულარულად და ცვლილებების შემთხვევაში, განახლდება ჩანაწერები და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე გადაფასდება კლიენტის რისკის დონე.
9.3. კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტების გადახედვის/განახლების სიხშირე დამოკიდებულია კლიენტისთვის მინიჭებულ რისკის დონეზე: დაბალი რისკი - არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ; სტანდარტული რისკი - არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ; მაღალი რისკი - წელიწადში ერთხელ.
9.4. ბენეფიციარი მესაკუთრეების ან/და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების ან/და სადამფუძნებლო სტრუქტურაში შემავალი პირების ცვლილების შემთხვევაში, კლიენტს მომსახურება გაეწევა მხოლოდ შეცვლილი პირების იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემდეგ, მიუხედავად ინფორმაციის/დოკუმენტების წინასწარ დადგენილი განახლების პერიოდისა.
9.5. ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგის პროცესში, კომპანია შეისწავლის კლიენტების მიერ განხორციელებულ გარიგებებს და ამოწმებს შეესაბამებიან თუ არა ისინი კლიენტის შესახებ კომპანიის ხელთ არსებულ ინფორმაციას. კერძოდ, კლიენტის პროფესიის,
კომერციული საქმიანობის, ბიზნესის ისტორიის, ფინანსური მდგომარეობის, რისკის დონის და ფულადი სახსრების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის წყაროების შესახებ არსებულ ჩანაწერებს. შეუსაბამობის შემთხვევაში მოხდება კლიენტის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის განახლება და საჭიროებისამებრ კლიენტის რისკის გადაფასება.
9.6. მიმდინარე მონიტორინგის პროცესში კომპანია აღრიცხავს და შეისწავლის უჩვეულო გარიგებებს.
9.7. უჩვეულო გარიგება არის რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება ან გარიგებათა უჩვეულო ერთობლიობა, რომელსაც აშკარა ეკონომიკური (კომერციული) ან კანონიერი მიზანი არ აქვს.
9.8. გარიგება უჩვეულოა როდესაც: გარიგება იმაზე დიდია, ვიდრე კომპანია ჩვეულებრივ მოელოდა კლიენტის შესახებ არსებული მონაცემების, საქმიანი ურთიერთობის მიზნის და განზრახული ხასიათის ან კლიენტის მახასიათებლების მიხედვით; ან გარიგებას ან გარიგებათა ერთობლიობას აქვს მოულოდნელი სტრუქტურა ან სიხშირე კლიენტის ნორმალურ საქმიანობასთან ან/და მსგავსი კლიენტების ჯგუფთან მიმართებაში; ან გარიგება ძალიან რთულია სხვა მსგავსი ტიპის კლიენტების ანალოგიურ ოპერაციებთან შედარებით.
9.9. კომპანია შეისწავლის უჩვეულო გარიგებას, მის მიზანს და საფუძვლებს და საჭიროების შემთხვევაში საეჭვო გარიგების გამოსავლენად განახორციელებს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგს.
9.10. უჩვეულო გარიგების შესწავლის შედეგები დასაბუთებულია, დოკუმენტირებულია და შენახულია იმგვარად, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. თავი N 10 პოლიტიკურად აქტიური პირი 10.1. პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი (გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა), მათ შორის: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი, მთავრობის წევრი (მინისტრი), მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი; საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტის) წევრი; პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი; დ) უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა
სასამართლო ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება; გენერალური აუდიტორი, მისი მოადგილე, აუდიტორთა სასამართლოს წევრი; ეროვნული (ცენტრალური) ბანკის საბჭოს წევრი; ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; თავდაცვის (სამხედრო) ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი; საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი 10.2. პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრებად განიხილებიან: მეუღლე/პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას; და და ძმა; მშობელი, შვილი და გერი; შვილის/გერის მეუღლე/პირი, რომელთანაც ის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას; 10.3. პოლიტიკურად აქტიურ პირთან ასოცირებულ პირად კომპანია განიხილავს: ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე; პირი, რომელსაც პოლიტიკურად აქტიურ პირთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს; ფიზიკური პირი, რომელიც არის ფაქტობრივად (არაფორმალურად) პოლიტიკურად აქტიური პირის სასარგებლოდ შექმნილი იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე.
10.4. კლიენტების, მათ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების სკრინინგი ხორციელდება პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, (მოიცავს: PEP, PEP-ის ოჯახის წევრი, PEP-თან ასოცირებულ პირს): საქმიანი ურთეირთობის დამყარებამდე (პირს, რომელსაც მიენიჭება PEP სტატუსი, განესაზღვრება უპირობოდ მაღალი რისკის დონე და ხორციელდება გაძლიერებული პრევენციული ღონისძიება, კომპანიის დირექტორისგან მოიპოვება წერილობითი თანხმობა პირთან საქმიან ურთიერთობაში შესვლაზე); ერთჯერადი გარიგების განხორციელებამდე;
საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში: კლიენტის რისკის დონის ცვლილებისას; კლიენტის, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილებისას; კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში ცვლილებისას; კლიენტის მიერ საეჭვო ან უჩვეულო ტრანზაქციების განხორციელებისას; PEP სიების განახლებისთანავე დაუყოვნებლივ (24 სთ-ში). პირის და გარიგებაში მონაწილე ყველა პირის სქრინინგი ყოველი ოპერაციის დროს მიუხედავად იმისა გარიგება სრულდება ერთჯერადი თუ საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში. არსებულ კლიენტს, რომელსაც მიენიჭება PEP სტატუსი, გადაუფასდება რისკის დონე, მიენიჭება უპირობოდ მაღალი რისკი, განხორციელდება გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, კომპანიის დირექტორისგან მოიპოვება წერილობითი თანხმობა პირთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე);
10.5. თუ კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე არის პოლიტიკურად აქტიური პირი, PEP-თან ასოცირებული პირი ან/და ოჯახის წევრი, კომპანია მიმართავს შემდეგ გაძლიერებულ პრევენციულ ღონისძიებებს: იღებს გონივრულ ზომებს მისი ქონებისა და ფულადი სახსრების, ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად, რათა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული არ არის მიღებული დანაშაულებრივი საქმიანობიდან. კლიენტის ქონების და ფულადი სახსრების/ვირტუალური აქტივის წარმომავლობის წყაროსთან დაკავშირებული ინფორმაციის ვერიფიკაცია უნდა მოხდეს სანდო, დამოუკიდებელი წყაროებიდან მიღებულ მონაცემებზე, ინფორმაციაზე ან დოკუმენტაციაზე დაყრდნობით; როგორც უპირობოდ მაღალი რისკის კლიენტზე, საქმიანი ურთიერთობის დამყარებასთან ან/და გაგრძელებასთან დაკავშირებით საჭიროა კომპანიის დირექტორის თანხმობა, კომპანიის დირექტორმა უნდა მიიღოს პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და კომპანიის AMLO-ს დასაბუთებული დასკვნა კლიენტთან დაკავშირებული რიკსების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხელმძღვანელის მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება; კომპანია ახორციელებს გაძლიერებულ მონიტორინგს, როგორც მის გარიგებებზე/ტრანზაქციებზე, ისე საქმიან ურთიერთობასთან დაკავშირებულ რისკზე.
10.6. კლიენტის PEP სტატუსის (PEP სტატუსის ენიჭება პირს თუ პირი არის პოლიტიკურად აქტიური პირი, PEP-ის ოჯახის წევრი ან/და პოლიტიკურად აქტიურ პირთან
ასოცირებული პირი) შესაძლოა ასევე გამოვლინდეს კლიენტის შესახებ ინფორმაციის განახლების პროცესში საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. 10.7. კლიენტს, მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და/ან ბენეფიციარ მესაკუთრეს PEP სტატუსი შეიძლება მოეხსნას გონივრული ანალიზის შედეგად, თუ დადგინდება, რომ პირი აღარ იკავებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობებს ან/და აღარ ასრულებს მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციებს და/ან აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლის საფუძველზეც პირს PEP სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. 10.8. კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შესრულების შეწყვეტის შემდეგ კომპანია ითვალისწინებს კლიენტებთან დაკავშირებულ განგრძობით რისკებს; 10.9. პირისათვის PEP სტატუსის მინიჭების საფუძვლად არსებული გარემოების ცვლილებიდან მის მიმართ შემდეგი 1 წლის განმავლობაში კვლავ გატარდება ამ დოკუმენტით განსაზღვრული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები. ამ გადაწყვეტილების დოკუმენტირება და შენახვა ხდება კლიენტის პროფილში.
თავი N 11. ვირტუალური აქტივის მისამართების სქრინინგის პროცესი
11.1. კომპანია ახორციელებს ვირტუალური აქტივის მისამართის/ელექტრონული საფულის სქრინინგს: კლიენტის მიერ ურთიერთგაცვლის ყოველი ოპერაციისას, მიუხედავად იმისა ერთჯერადია გარიგება თუ სრულდება საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში; კლიენტთა ბაზის გეგმიური გადამოწმებისას (1 წელიწადში ერთხელ); 11.2. ვირტუალური აქტივის მისამართების სქრინინგის მიზნით კომპანია იყენებს ავტომატიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივის მისამართებთან დაკავშირებული კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის წყაროს ანალიზს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: 11.3. სახიფათო გარემოებები: სექსუალური ხასიათის ძალადობასთან ან იძულებასთან ან ბავშვთა ექპლუატაციასთან დაკავშირებული პირები (Child Exploitation/ Sexual offences); არაკანონიერ აქტივობასთან დაკავშირებული ვირტუალური აქტივი (Dark Market); ბავშვთა მიმართ ძალადობასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან, აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ვირტუალური აქტივი (Dark Service); ორგანიზაციასთან მიმართებაში მიმდინარე სასამართლო დავა (Enforcement action); თაღლითობასთან დაკავშირებული გადამცვლელები (Fraudulent Exchange); არალიცენზირებულ ონლაინ თამაშებთან დაკავშირებული ვირტუალური აქტივი (Gambling); არაკანონიერ საქმიანობასთან დაკავშირებული ვირტუალური აქტივი (Illegal Service);
მიქსერის გავლით მიღებული ვირტუალური აქტივი (Mixer); მუქარის ან შანტაჟის გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივი (Ransom); სანქცირებული ვირტუალური აქტივების მისამართებიდან, სანქცირებული პირებიდან მიღებული ვირტუალური აქტივი (Sanctions); თაღლითური გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივი (Scam/ Fraud/ Phishing); მსხვერპლისგან იძულებით მოპოვებული ვირტუალური აქტივი (Stolen Coins/ Hacked wallet/funds); ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული პირებიდან მიღებული ვირტუალური აქტივი (Terrorism Financing); 11.4. საეჭვო წყაროები: თვითმომსახურების კიოსკის გავლით მიღებული ვირტუალური აქტივი (ATM); ვირტუალური აქტივის გადამცვლელები, რომლებიც არ იყენებენ ვერიფიკაციის პროცედურას (High-Risk Exchange); P2P გადამცვლელები, რომლებიც იძლევიან დღიურად 1,000$-ზე მეტი მოცულობის აქტივის განაღდების საშუალებას KYC/AML პროცედურების გარეშე (P2P Exchange Risk High); გადამცვლელები, რომლებიც იძლევიან დღიურად 2,000$-ზე მეტი მოცულობის აქტივის განაღდების საშუალებას KYC/AML პროცედურების გარეშე (Moderate-Risk Exchange); სმარტ კონტრაქტები, რომლებშიც ტოკენები დაბლოკილია ლიკვიდობის უზრუნველყოფის მიზნით (Liquidity Pools); კრიპტო ბანკომატები (Crypto ATMs); არალიცენზირებულ ონლაინ თამაშებთან დაკავშირებული ვირტუალური აქტივი (Gambling/Gaming); ვირტუალური აქტივი, რომელიც მიღებულია ისეთ VASP-ების მისამართებიდან/მისამართებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ან ლიცენზირებული საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში (Unregistered/unlicensed exchanges) ვირტუალური აქტივი, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობით შეძენა ან გაყიდვასთან ცენტრალიზებული ბირჟის გარეშე (OTC Desk); სმარტ კონტრაქტები, რომლებშიც ტოკენები დაბლოკილია ფინანსურ მომსახურების მიღების მიზნით (მაგალითად, სესხება და გასესხება, დაზღვევა) (Decentralised Services including coin swap service, DeFi Platforms) 11.5. ვირტუალური აქტივის მისამართის (ტრანზაქციის) რისკის შეფასებისა და კატეგორიზაციის მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის მიერ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობასთან დაკავშირებული კრიტერიუმების ანალიზის შედეგად ფასდება რისკი, რომელიც აჩვენებს ოპერაციის/ვირტუალური აქტივის მისამართის არაკანონიერ საქმიანობასთან კავშირის ალბათობას და ანიჭებს შესაბამისი რისკის დონეს:
დაბალი რისკი - ალბათობა 30%-მდე; საშუალო რისკი - ალბათობა 30%-დან 60%-მდე; მაღალი რისკი - ალბათობა 60%-დან 80%-მდე; დაუშვებელი რისკი - ალბათობა 80%-ზე მეტი. 11.6. ვირტუალური აქტივის მისამართების სქრინინგის დამუშავების პროცესში, (თანხის ოდენობის მიუხედავად, მაღალი ან/და დაუშვებელი რისკის გამოვლენის ან/და სახიფათო/საეჭვო/სანქცირებულ-ტერორიზმთან ასოცირებული რისკ ფაქტორების გამოვლენის შემთხვევაში, დროის რეალურ რეჟიმში პირის მომსახურება/ტრანზაქცია შეჩერდება/შეფერხდება. თავის მხრივ, AML ოფიცრის მიერ ხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რაც მოიცავს: განახორციელებს გაძლიერებულ პრევენციურ ღინისძიებას, შეისწავლის პირს და ტრანზაქციას; მიიღებს გადაწყვეტილებას პირისთვის მომსახურების გაწევაზე ან/და არ გაწევაზე; საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას იმავე დღეს აწვდის სფმს-ს; საჭიროებიამებრ პირს გადაუფასებს რისკის დონეს და მიიღებს თანხმობას დირექტორისგან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე.